ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე – დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაცია ეკრანზე

დეზინფორმაცია ს კიდევ ერთი უარმყოფლისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც მან „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, ს პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი.
ლევან ქარუმიძის თქმით, ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ მიიღო პრეზენტაციის ციფრული ვერსია, სადაც რეალურად ჩანს, როგორ გამოიყურება რუკა. ქარუმიძე აღნიშნავს იმასაც, რომ კამერები თეთრ ფონზე ნაცრისფერს კარგად ვერ აღიქვამენ.
„დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან. როგორც აქ ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ სადა თეთრი კვადრატი წარმოადგინა. საქართველოში ყველა მედიამ მიიღო ეს პრეზენტაცია ციფრული ფორმით. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაციის ეკრანი. კამერებს არ მოსწონთ ნაცრისფერი თეთრ ფონზე“, – წერს ლევან ქარუმიძე X-ზე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა. გავრცელებულ კადრებში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების – სა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აღიქმებოდა.