ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ კრინ შოუს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერები, საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე აგრძელებენ ვიზიტს ვაშინგტონში.
პარტიის ლიდერები კონგრესმენ კრინ შოუს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით კონგრესმენ კრინ შოუს, რომელიც არის დოკუმენტის თანაავტორი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არის პუტინის მოკავშირე, ს მოკავშირე. ცხადია ეს ადამიანები არიან ჩვენი მეგობრები და მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს რუსი ოლიგარქისა და “რუსული რეჟიმის” წინააღმდეგ გყავდეს ბევრი პარტნიორი. ჩვენ გვყავს ბევრი პარტნიორი, შევიძენთ ბევრ პარტნიორს და დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს. ვაგრძელებთ ვაშინგტონში შეხვედრებს, ასევე, შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული IDU-ს პრეზიდენტთან, კანადის ყოფილ პრემიერთან სტივენ ჰარპერთან და შესაბამისად, ვაშინგტონის შემდეგ, ნიუ-იორკში გავაგრძელებთ ჩვენს ოფიციალურ ვიზიტს“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ