ზურაბ ბატიაშვილი – მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვება აჩვენებს, რომ რუსეთი საკუთარი გავლენის აღდგენას ვერ ახერხებს

მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით დოლარი დახარჯა რუსეთმა, მან ვერ შეძლო მოლდოვაში პრორუსული ძალების მოყვანა ხელისუფლებაში ანუ ს პროექტს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი ახალი ფორმით, მოლდოვამ უარი უთხრა და ეს არის სერიოზული დარტყმა იმიტომ, რომ ზოგადად თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ახლა რუსეთის ამ პროექტის აღდგენას, ეს არის , ეს არის კიშინიოვი და ვერც ერთგან რუსეთი ვერ არის წარმატებული, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.
როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, მოლდოვაში დემოკრატიამ და სიკეთემ გაიმარჯვა, თუმცა პროცესები ამით არ დასრულებულა, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე კვლავ მძიმე იქნება დაპირისპირება პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ძალიან ბევრი ფული დახარჯა მოლდოვაში, ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გამოიყენა იმისთვის, რათა ზეგავლენა ექონია ს შედეგებზე, მაინც, გამომდინარე იქიდან, რომ მოლდოვა არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებსაც, უფლება გამოხატონ საკუთარი ნება, მოლდოვამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა დემოკრატიულმა ღირებულებებმა, გაიმარჯვა სიკეთემ.
ეს გამარჯვება გამოჩნდა ორჯერ, პირველ ტურზე, როდესაც რეფერენდუმიც ჩატარდა, იქ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხმა და ახლა უკვე პრეზიდენტის არჩევნებზე გაიმარჯვა დემოკრატიამ. აქ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს პროცესი ამით დასრულდა, მომავალ წელს, ზაფხულში, უკვე არის საპარლამენტო არჩევნები, სადაც, ასევე, მძიმე იქნება დაპირისპირება პრორუს და პროდასავლურ ძალებს შორის დასავლეთში. ზოგადად, მოლდოვა არის ძალიან სწორ გზაზე, ის სწრაფი ტემპებით ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც საჭიროა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამავე დროს, იღებს შესაბამისად იმ დახმარებასაც, რომელიც ევროკავშირიდან მოდის, იმისთვის, რათა მოლდოვამ უმოკლეს დროში შეძლოს საკუთარი ეკონომიკის და პოლიტიკური სისტემის, ასევე სამართლებრივი სისტემის გათანაბრება ევროკავშირის სტანდარტებთან“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
კითხვაზე, მოლდოვაში მაია სანდუს გამარჯვება, რა გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ამით გამოჩნდა, რომ რუსეთი საკუთარი გავლენის აღდგენას ვერ ახერხებს.
„არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მოსკოვის იდეაა, პოსტსაბჭოთა სივრცეში აღადგინოს თავისი გავლენა და მათ შორის, გამოიყენოს არჩევნების მეთოდებიც ნაწილ ქვეყნებში. იქ სადაც არჩევნების საშუალებით ვერ ახერხებს თავისი გავლენის აღდგენას, იქ სამხედრო ძალა გამოიყენოს და არის ამისი მაგალითი. ეს არის რუსეთისთვის დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით დოლარი დახარჯა რუსეთმა, მან ვერ შეძლო მოლდოვაში პრორუსული ძალების მოყვანა ხელისუფლებაში ანუ რუსეთის პროექტი, აღადგინოს საბჭოთა კავშირი ახალი ფორმით, ამ პროექტს მოლდოვამ უარი უთხრა და ეს არის სერიოზული დარტყმა იმიტომ, რომ ზოგადად, თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ახლა რუსეთის ამ პროექტის აღდგენას, ეს არის კიევი, ეს არის კიშინიოვი და ვერც ერთგან რუსეთი ვერ არის წარმატებული,“- განაცხადა ბატიაშვილმა.
ამასთან, მან პარალელი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან გაავლო და აღნიშნა, რომ დემოკრატიული ძალები არჩევნებს დემოკრატიულად ატარებენ, მაშინ როდესაც არადემოკრატიული ხელისუფლება არჩევნებს მხოლოდ „ფასადად და ფარსად იყენებს“.
„რა თქმა უნდა, დასავლეთიდან მხარდაჭერა იყო, არის და იქნება უყველა იმ ძალის და ყველა იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც აქვთ დასავლური ღირებულებები და რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობას ემხრობა და ა.შ. მაგრამ მთავარი გასაკეთებელი ისევ მოლდოველი ხალხის გასაკეთებელი იყო. რაც შეეხება განსხვავებას, თუ რა არ ეყო საქართველოს – პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში, ფაქტობრივად, ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება, ეს ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადამიანს აქვს და ეს უფლება იქნა ჩამორთმეული. ამავე დროს, საქართველოში, როგორც უკვე არაერთი გამოძიების, მათ შორის, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა მოსყიდვის, მუქარის, დაშინების ფაქტები, ასევე, იყო ყველასთვის ცხადი, რომ ფარულობის პრინციპი არ იყო უზრუნველყოფილი არჩევნებზე. არჩევნები რამდენად უნდა ეწოდოს ამ ყველაფერს, რაც საქართველოში მოხდა, მაგრამ შედეგები, რომელიც ხელისუფლებამ დაიწერა, ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ იქნა აღიარებული. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ როდესაც ხელისუფლებაში არიან დემოკრატიული ძალები, მაგალითად, მოლდოვაში, იქ ტარდება დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ იქ, სადაც არ არის დემოკრატიული ხელისუფლება, ეს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ არჩევნები აქციოს მხოლოდ ფასადად და ფარსად და ამით გაიგრძელოს თავისი არსებობა. ეს არის მთავარი განსხვავება მოლდოვასა და საქართველოში, თორემ ქართველი ამომრჩეველი კიდევ უფრო პროდასავლურად არის განწყობილი, ვიდრე მოლდოველი ამომრჩეველი“, – განაცხადა ბატიაშვილმა.