კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა. 3 ნოემბერს, მიჩიგანის შტატში მყოფმა ჰარისმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა თავის მშობლიურ კალიფორნიის შტატში.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო ს ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით უკვე 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა მისცა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე.
მიჩიგანში შემაჯამებელ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას ჰარისმა განაცხადა, რომ 5 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება და ამერიკელებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ს განცხადებით, ქვეყანაში ახალი თაობის ლიდერების დრო დადგა.
საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მეტოქეა ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი . მან კენჭისყრის ძირითად დღემდე შემაჯამებელი მიტინგები გამართა პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში.
ამერიკული მედიის ცნობით, პენსილვანიაში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგები არ აღიარა, თეთრი სახლი არ უნდა დაეტოვებინა.
მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი -ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
2021 წლის 6 იანვარს, ს ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.