ამერიკამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა რუსეთ – ჩინეთის გაერთიანებით. ამ პროცესების შემოტრიალება უკვე შეუძლებელია

„მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება და ამის აღიარება მოუწევს ყველას. ომით თუ მშვიდობით, დასავლეთს მოუწევს აღმოსავლეთთან რიგ საკითხებში დათმობა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებითაც,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთ – ჩინეთის გაერთიანება, როგორც მისი მთავარი კონკურენტი თავად შექმნა და დღეს ის ზესახელმწიფოს სტატუსშიც ეცილება.
„ყველა პროცესი პოლიტიკაში შედეგებით იზომება. უკრაინის ომმა ამ ეტაპზე მოიტანა თავად უკრაინის განადგურება, ევროპის დასუსტება და რაც მთავარია, რუსეთ-ჩინეთის გაერთიანება. ეს ყველაფერი კი ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ბაიდენს არ უნდა დაეშვა რუსეთ-ჩინეთის გაერთიანება, ეს იყო ისტორიული და საუკუნის შეცდომა ამერიკისთვის. ბაიდენის ადმინისტრაციამ საკუთარი ხელით შექმნა უდიდესი კონკურენტი, რომელიც უკვე ზესახელმწიფოს სტატუსში ეცილება. ამერიკის ბოლო პრეზიდენტების ზედმიწევნით არაგონივრულმა ქმედებებმა ქვეყანა რისკის ქვეშ დააყენა.
ბაიდენის პოლიტიკა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის, ვიდრე თვით ბარაკ ობამასი. უკრაინის ომი არ უნდა დაწყებულიყო, რუსეთისთვის ამის საბაბი არ უნდა მიეცათ. უნდა გაეთვალათ წინასწარ რისკები. დემოკრატების პოლიტიკა ჩიხშია. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ პროცესების შემოტრიალება უკვე შეუძლებელია. მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება და ამის აღიარება მოუწევს ყველას. ომით თუ მშვიდობით, დასავლეთს მოუწევს აღმოსავლეთთან რიგ საკითხებში დათმობა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებითაც. როდესაც ისტორიულ შეცდომას უშვებს ქვეყანა, პასუხისმგებელიც თავად არის. საქართველო ამ ქაოსში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ისტორიული შანსის გამოყენებისთვის იბრძვის. შედეგიც აუცილებლად იქნება,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა