თაკო კორინთელის განსხვავებული იმიჯი და ცხოვრება “ჩცდ” – ის შემდეგ – Marao

თაკო კორინთელის განსხვავებული იმიჯი და ცხოვრება “ჩცდ” – ის შემდეგ – Marao
მსახიობი და ჟურნალისტი თაკო კორინთელი საზოგადოებამ “ჩემი ცოლის დაქალებში” შესრულებული ბარბარიკას როლით გაიცნო. ცოტა ხნის წინ იგი საყვარელ ადამიანზე – ლევან ნარეშლზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ოჯახური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ თაკოც და მისი ექიმი მეუღლეც საკმაოდ დაკავებული არიან, ერთმანეთისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებენ.
“შეიძლება სადმე ვერ გავიდეთ, მაგრამ სახლში ჩავუსხდებით საყვარელ ფილმს ან ერთად გავაკეთებთ რამეს. საქმეებს ყოველთვის თანაბრად ვინაწილებთ. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს შეყვარებულობის პერიოდში უფრო მეტ დროს ვუთმობდით და ახლა ნაკლებს. როგორც კი საქმეს დავამთავრებთ, მაშინვე სახლისკენ მოვიჩქარით, ერთი სული გვაქვს, ერთმანეთს როდის ვნახავთ. ეს შეყვარებულობის პერიოდშიც ასე იყო და ახლაც ასეა”, – ამბობდა თაკო კორინთელი.
წლების განმავლობაში თაკო კორინთელს ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს. შემდეგ კი კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის, მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო.
ამჯერად თაკო ფოტოებს სრულიად განსხვავებული იმიჯით აქვეყნებს და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავ დადებით შეფასებასაც იღებს: