გიორგი სიორიძე – საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ სქემების, მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ინტენსიური და ძალიან სერიოზული სამუშაოს შედეგად იქნა მიღებული

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შტაბში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი სიორიძის განმარტებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო დღეს მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებული საკითხები.
“არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე ძალიან სერიოზული მასალა არის შეგროვილი, დამუშავებული, დახარისხებული. მუშაობს ყველა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორი, რომლებიც წერენ ყველა იმ დარღვევის შესახებ, ასევე, როგორც მოგეხსენებათ გაშიფრულია სქემები. ეს ყველაფერი მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – იმ სქემების, მტკიცებულებების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც ამ ინტენსიური და ძალიან სერიოზული სამუშაოს შედეგად იქნა მიღებული.
[აღნიშნულ შეკრებაში მონაწილეობდნენ] ადამიანები, რომლებიც არიან ყველა ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიის შესაბამისი პირები, იურისტები, საარჩევნო სპეციალისტები და ა.შ.”, – განაცხადა სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის