სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის სამხედროებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნა ჩაატარეს

სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის სამხედროებმა ჩაატარეს ერთობლივი საჰაერო წვრთნა, რომელშიც მონაწილეობდა მინიმუმ ერთი ამერიკული B-1B სტრატეგიული ბომბდამშენი. მანევრები იყო პასუხი ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ კვირაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იუწყება შტაბების უფროსთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით.
წვრთნები სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუდოს აღმოსავლეთით მდებარე წყლების თავზე გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, სამი ქვეყნის პილოტები ვარჯიშობდნენ იმიტირებულ სამიზნეზე დარტყმაში, რათა ეჩვენებინათ ბომბდამშენის შესაძლებლობები.
ჩრდილოეთმა კორეამ 31 ოქტომბრის ღამეს გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. ჭურვი ზღვაში ჩავარდა ჰოკაიდოს დასავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრზე. იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტის ფრენა რეკორდულ 85 წუთს გაგრძელდა დაახლოებით ათასი მეტრის სიმაღლეზე. Yonhap-ის თანახმად, რაკეტის გაშვება შეიძლება იყოს დემონსტრაციული ჟესტი -ის არჩევნებამდე, რომელშიც კენჭს იყრის , ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც შეხვდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას.
გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს რაკეტების გამოცდას.
დასავლეთის ქვეყნები ფხენიანს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნაში ადანაშაულებენ შემდგომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იმყოფება კურსკის ოლქში, საიდანაც რუსები ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას. კსდრ და უარყოფენ ფრონტზე ჯარების გაგზავნას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს