ირაკლი ფავლენიშვილი – პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმების უდიდეს ნაწილს იღებს უკანონო მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, შეუძლებელია ჩაითვალოს მმართველ პარტიად

არჩევნებზე ყველა მეთოდით ხდებოდა ქართველი ხალხის ნების შეცვლა, რაც ამ არჩევნებს ხდის არალეგიტიმურს. შეუძლებელია პოლიტიკური ძალა ჩავთვალოთ მმართველ პარტიად, რომელმაც ყველაფერი უკანონო გააკეთა არჩევნებში გასამარჯვებლად, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ს განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ხმების სრული უმრავლესობა უკანონო გზით მიიღო.
„მას აქვს შექმნილი სისტემა, რომელიც ახდენს არჩევნებზე არა ხმების მობილიზაციას, არამედ, უბრალოდ, იპარავს ხმებს და აიძულებს მოქალაქეებს ხმის მიცემას. პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმების უდიდეს ნაწილს იღებს უკანონო მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, შეუძლებელია ჩაითვალოს მმართველ პარტიად. კრიმინალური სინდიკატი არის უკვე ის ორგანიზაცია, რომელიც ასე ფუნქციონირებს, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ