– ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს დიპლომატის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაური დიპლომატებს მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.
“საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?