ის, რომ ოპოზიცია ემზადებოდა ს შემდგომი დღისთვის და არა არჩევნებისთვის, დასტურდება – მათ სურთ აურზაური და ქაოსი, მაგრამ ეს არ გამოვა იმიტომ, რომ სიცრუის გარშემო საზოგადოების შეკრება ძალიან რთულია

ის, რომ ოპოზიცია ემზადებოდა ს შემდგომი დღისთვის და არა არჩევნებისთვის, დასტურდება – მათ სურთ აურზაური და ქაოსი, მაგრამ ეს არ გამოვა იმიტომ, რომ სიცრუის გარშემო საზოგადოების შეკრება ძალიან რთულია
ოპოზიციის ქმედებები არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ძალიან ჰგავს მღვრიე წყალში თევზის დაჭერის სურვილს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად ობიექტურად, მშვიდ გარემოში და შედეგი არის აბსოლუტურად ლოგიკური. შესაბამისად, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საზოგადოება ხედავს ოპოზიციის ქმედებებს და ამ ფონზე ოპოზიციას ხალხის შეკრება სიცრუის ირგვლივ გაუჭირდება.
„არაფერი მოულოდნელი ოპოზიციის სტრატეგიაში არ იყო. ამის მოლოდინი [არჩევნების შემდგომ დესტაბილიზაციის მოწყობა] ოპოზიციას ჰქონდა და სწორედ ამის შესაბამისად დაგეგმეს ყველაფერი. პრაქტიკულად მათ საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ. ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ანუ რაც თქვეს არჩევნებამდე, ის გააკეთეს მისი ჩატარების შემდეგ და აქ მოულოდნელი არაფერია.
არადა, არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად ობიექტურად, მშვიდ გარემოში და შედეგი არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს ეტყობა თვითონ საარჩევნო აპარატებსაც, ქუჩაში გამოსულ მომხრეებსაც (ოპოზიციის მომხრეებზე ვსაუბრობ, როდესაც არჩევნებამდე ჩაატარეს თავყრილობა) და ეს ეტყობოდა შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ მომხრეთა შეკრებას, რა დროსაც, ფაქტობრივად, თბილისის ცენტრი მთლიანად გაივსო. ეს ეტყობა, რა თქმა უნდა, ISFED-ის გარდამავალ პარალელურ დათვლებსაც, ESCE/ODIHR-ის პრესკონფერენციაზე აღიარებულ შედეგსაც, როცა არჩევნები კონკურენტულად ჩაითვალა, მიუხედავად კრიტიკული შენიშვნებისა. სხვათა შორის, თუ ნახავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მათ დასკვნებს, ასეთი კრიტიკული შენიშვნები არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი.
ის, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არჩევნების შემდგომი დღისთვის და არა არჩევნებისთვის, დასტურდება. მათ სურთ აურზაური, ქაოსი, რომ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი, მაგრამ ეს არ გამოვა იმიტომ, რომ სიცრუის გარშემო საზოგადოების შეკრება ძალიან რთულია,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს

დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა