ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის კამპუსში შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი მოკლა

ოთხშაბათს, ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში შეარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი მოკლა. კიდევ ერთი დაჭრილი სტაბილურ მდგომარეობაში, კლინიკაშია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მოკლეს.
ძალადობის შესაძლო მოტივი არ იყო ნახსენები და პოლიცია არ ასახელებს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის ტიპს, ასევე თავდამსხმელის ვინაობას.
CNN-ს სამართალდამცავი წყარო ეუბენაბა, რომ თვდასხმაში ეჭვმიტანილია ერთ-ერთი კოლეჯის 67 წლის პროფესორი უნივერსიტეტთან მისი კავშირი და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ სამი დაზარალებული.