რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კიევს გუშინ ღამით Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანებები დაფიქსირდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ღამით ორჯერ გამოცხადდა და ხუთსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანეიტრალეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნა შევჩენკოსა და გოლოსეევსკის რაიონებში დაფიქსირდა. შევჩენკოს რაიონში დაზიანდა გზის საფარი, განათების ბოძები და ელექტროენერგიის ქსელები. სულ მცირე ხუთ კორპუსში აფეთქების ტალღამ მინები დააზიანა.
სერგეი პოპკოს განცხადებით, დრონებით იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?