ავარია თბილისში – “მანქანა ხეზე იყო შევარდნილი”

თბილისში, დიდ დიღომში, პეტრე იბერისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„საშინელება იყო, აივნიდან ვუყურებდი. ხე მოგლიჯა, მეორე მანქანა დაამტვრია და მაშველებმა კიდევ ხეები მოჭრეს გამოყვანისთვის, საბედნიეროდ, გადარჩნენ უფლის წყალობით…

იმ დონის შეჯახება იყო, მანქანა ხეზე იყო შევარდნილი…

არავინ დაშავებულა, მადლობა უფალს…“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”