ამერიკის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას უკრაინაზე

ჟურნალ Foreign Affaris-ში გამოქვეყნებულ სტატიაში -ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას უკრაინაზე.
„ვერცერთი შესაძლებლობა ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას, ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის შეტევას. მთავარია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივი ეფექტი და ფოკუსირება იმაზე, თუ რა მუშაობს“, – აღნიშნა -ის თავდაცვის მდივანმა.
ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება, მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, კვლავ უკრაინის გამარჯვებას ემხრობა და არა ომის დასრულებას რაიმე სახის კომპრომისით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით მთელი დასავლური სამყარო გამოიწვია და „ამერიკის უსაფრთხოება მოითხოვს, პუტინის აგრესიას დავუპირისპირდეთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა