არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება

არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილმა ფარულობის დაცულობაზე დეტალურად ისაუბრა.
„3 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს, მეორე და მესამე დღეს, ფარულობასთან მიმართებაში, სადაც გამოხატული იყო საჩივრის შინაარსი იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი იყო იდენტიფიცირებადი, სულ მივიღეთ 7 საჩივარი. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ეს საკითხი პრობლემატურად არავის დაუყენებია. ეს გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მე-3 დღეს რატომ განხორციელდა ასეთი ტიპის ინიციატივის წარმოჩენა, რომ თითქოს მასობრივად განხორციელდა ფარულობის დარღვევა და გასაჩივრდა 2 263 საარჩევნო უბნის შედეგები და მოთხოვნილი იყო მათი ბათილობა. საია-ს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ სადავოდ არ არის მიჩნეული და არ დგინდება ის შემთხვევა, როდესაც მოხდა პირის არჩევანის იდენტიფიცირება.
ინსტიტუციამ შექმნა ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ დაწყებული საარჩევნო კაბინიდან, დასრულებული ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებით, უზრუნველყოფილიყო იმდაგვარი გადაწყვეტა, ეს იყო ჩარჩო ფორმა, რომელში მოთავსებითაც წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება იმისა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
ჩვენ გავითვალისწინეთ ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციები და ამობრუნებული სახით გვქონდა ბიულეტენი მოთავსებული ჩარჩო ფორმატში, რომელიც ასევე იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შეუძლებელი ყოფილიყო იდენტიფიცირება იმისა, თუ ვის მისცა ხმა და ამასთანავე, ჩარჩო ფორმის სათანადოდ, ჯეროვნად ხმის მთვლელ აპარატთან მოთავსების შემთხვევაში, თუნდაც ასეთი კვალის არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იყო ერთი მხრივ კვალის დანახვა და მეორე მხრივ იმის იდენტიფიცირება თუ ვინ მისცა ხმა,
„ისფედმა“ და სხვადასხვა ორგანიზაციებმა რეკომენდაცია მოგვცეს, რომ ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი მექანიზმები და დამზღვევი კომპონენტები შეგვეტანა და გადმობრუნებული სახით, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ჩარჩო ფორმატის შემოტანა არის საერთო ჩართულობისა და მუშაობის შედეგი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს კომპონენტები დაგვეზღვია“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები