ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მერის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი მ, მთავრობის სახელით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

“საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”. – კობახიძის განცხადებას აქვეყნებს მთავრობის ადმინისტრაცია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა დღეს, 2 ნოემბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.  IPN-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.