საბერძნეთში ლითონის დეტექტორის შესაძენად ნებართვის აღება ხდება საჭირო

ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად საბერძნეთი აწესებს მკაცრ წესებს ლითონის დეტექტორის მფლობელებისთვის. მათ, ვისაც სურს გამოიყენოს საძიებო მოწყობილობა, სახელმწიფოსგან ნებართვის აღება მოუწევს. ამ დოკუმენტის გარეშე გათხრებზე ლითონის დეტექტორის გამოყენება დაისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ლითონის დეტექტორების მფლობელებმა კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინონ იმ ტერიტორიის რუკა, სადაც აპირებენ კვლევის ჩატარებას, ასევე აღწერონ დანიშნულება, ხანგრძლივობა და მონაწილეთა სია.
თუ ლითონის დეტექტორის მფლობელს სურს მისი გადაცემა სხვა პირზე, ეს უნდა იყოს დეკლარირებული.
მსგავსი ზომების გატარება ქვეყანამ უკანონო გათხრების გაზრდის გამო გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ, ქალაქ დრამაში პოლიციამ დააკავა სამი შავკანიანი, რომლებიც 60 ძველ მონეტას და ძვირფასეულობას ინახავდნენ.
ახალი წესების დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთა მინიმუმ სამი თვით, ხოლო არქეოლოგიურ ობიექტებზე უნებართვო გათხრებისთვის – სამ წლამდე.
ევროპის სხვა ქვეყნებიც მუშაობენ თავიანთი ისტორიული მემკვიდრეობის ვანდალებისგან დასაცავად. მაგალითად, იტალიაში დაიწყეს ხუთნიშნა ჯარიმის გამოწერა კულტურული ძეგლების დაზიანებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…