გაიცანით მელანია ტრამპი – დონალდ ტრამპის მეუღლე

წარმატებული მოდელი და -ის 45-ე პრეზიდენტის მეუღლე, მელანია ტრამპი 1970 წლის 26 აპრილს დღევანდელ სლოვაკეთში, იმ დროისთვის იოგოსლავიის ქალაქ ნოვო მესტოში, დაიბადა.
სამანქანო ნაწილების გამყიდველის, ვიქტორ კნავსისა და სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლის, ამალია კნავსის უმცროსმა ქალიშვილმა სამოდელო კარიერა წამოიწყო. 1990-იან წლებში მუშაობდა პარიზში, მილანსა და ნიუ იორკში, სადაც იგი მომავალ მეუღლეს, დონალდ ტრამპს, შეხვდა. წყვილმა 2005 წელს პალმ ბიჩში იქორწინა. ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ მელანია კნავსი მელანია ტრამპი გახდა. ერთი წლის შემდეგ მან აშშ-ის მოქალაქეობაც მოიპოვა და იმავე წელს დაიბადა დონალდ და მელანია ტრამპის პირველი ვაჟი, ბარონ ტრამპი.
მელანია ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიებსა და „რესპუბლიკური პარტიის” ყრილობებზე იშვიათად ჩნდება. თუმცა მისი მეუღლის პოლიტიკური კარიერის დაწყების დღიდან იგი საერთაშორისო პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.
იგი მხარში ედგა მეუღლეს მაშინ, როდესაც 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა და დონალდ ტრამპსა და მის მოკავშირეებს ბრალი დასდეს პორნოვარსკვლავის ადვოკატის მოსყიდვაში კლიენტის გაჩუმების სანაცვლოდ.
თუმცა, არის საკითხები, რომლებზეც წყვილი ვერ თანხმდება. დონალდ ტრამპმა აშშ-ში აბორტის საკონსტიტუციო უფლება გააუქმა. ხოლო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მელანია ტრამპმა გამოაქვეყნა მემუარები, სადაც ამ უფლების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
,,დიახ, მან გაცნობის პირველი დღიდანვე იცოდა ჩემი პოზიციის შესახებ. მჯერა, ინდივიდუალური თავისუფლების. მინდა, თავად მივიღო გადაწყვეტილებები ჩემი სხეულის შესახებ. არ მინდა ხელისუფლება ჩემს პირად საქმეში ერეოდეს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მელანია ტრამპმა Fox-თან საუბარში.
მელანია ტრამპი „მედისონ სქვეარ გარდენში” „რესპუბლიკური პარტიის” კამპანიის დასკვნით ყრილობას დაესწრო. მან ნიუ-იორკს მშობლიური და მსოფლიო ინდუსტრიის უდავო დედაქალაქი უწოდა. ეს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში მელანია ტრამპის პირველი სიტყვით გამოსვლა იყო და სავარაუდოა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში მელანია ტრამპი, როგორც აშშ-ის პირველი ლედი, ყურადღების ცენტრში ყოფნას კვლავ მოერიდება.
euronews georgia