ვენეციაში ტურისტები გონდოლიდან წყალში გადაცვივდნენ

ვენეციაში, ტურისტების ჯგუფი გონდოლიდან ცივ არხში გადაცვივდა, მას შემდეგ რაც მათ არ გაითვალისწინეს ბრძანება, რომ დამსხდარიყვნენ და ფოტოების გადაღება დროებით შეეწყვიტათ. თვითმხილველებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო გადაიღეს, რის შემდეგაც ის ინტერნეტსივრცეში სწრაფად გავრცელდა.
მგზავრების გადარჩენის მცდელობისას გონდოლიერიც წყალში აღმოჩნდა. Venezia Non è Disneyland-ის თანახმად, ტურისტების ჯგუფი ახლომდებარე La Fenice თეატრში უსაფრთხოდ გადაიყვანეს, მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ.