ჩვენ ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბიუჯეტი აისახება მთელი რიგი თემები, რაზეც საარჩევნო პროგრამაში იყო საუბარი.
„ბიუჯეტი არის მთავარი საკითხი. ჩვენ ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი იქნება 2025 წლის ბიუჯეტი, სადაც აისახება მთელი რიგი თემები, რაზეც ჩვენ საარჩევნო პროგრამაში გვქონდა საუბარი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალ წელს გახდება აქტუალური. მთავრობის დამტკიცება მოხდე და ა.შ. არსებითად ასეთ საკითხებზე მოუწევს პარლამენტს მსჯელობა ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ბევრი დრო არც არის წლის ბოლომდე. საბოლოო ჯამში ბიუჯეტის მიღება იქნება მთავარი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს