„ჩვენი საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშ არის, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, თითქოს ხმები მოიპარეს, თუმცა, არც ერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი, ვინმეს არ წარმოუდგენია“ – მამუკა მდინარაძე

„ჩვენი საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშ არის, რომ თითქოს გაყალბდა , თითქოს ხმები მოიპარეს, თუმცა, არც ერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი, ვინმეს არ წარმოუდგენია“ –
უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და მაგალითად, სამართლიან არჩევნებს დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს. გავიგეთ ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ერთი-ერთში -ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი სჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თავის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ – მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში საერთოდ არ ქვეყნდება, იმიტომ რომ ასე მიაჩნიათ თურმე“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
„ახლა რაც შეეხება მთავარ თემას. ჩვენი საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშ არის, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, თითქოს ხმები მოიპარეს, თუმცა, არც ერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი, ვინმეს არ წარმოუდგენია. ვერც ერთი – არც ერთი, როგორც გნებავთ, ისე გავიგოთ. „ტოპ ტვინებმაც“, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს იძახის, მაგრამ, ცოტა უფრო სერიოზულად თუ ამ საკითხს დავუბრუნდებით, მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს – „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით.
მათ რომ არ ეგონათ, რომ გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მე მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის და რას კადრულობენ ისინი და მათი წარმომადგენლები.
სქემა N 1: გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი და ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, კიდევ მრავალი მსგავსი ფაქტი ამოვარდება. გუშინწინ მე თქვენ შეგპირდით, ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რომ მე კონკრეტულ ფაქტებს მოვიტანდი, თუ როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს და რას კადრულობდნენ ამისთვის. გვაქვს 81 დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას. რადგან ისინი მტკიცებულებებს ვერ წარუდგენენ, არ წარუდგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ და რადგან ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამას ჩვენ გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ დეტალების შესახებ, რომ ამ ქვეყანაში, ვერავინ შეძლოს მსგავსი დანაშაულების, უფრო ზუსტად და პასუხისმგებლობით რომ ვთქვათ, სავარაუდო დანაშაულების ჩადენა. და რას შეეხება ეს 81 ფაქტი:
კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ და ვიცით, დაიდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეები, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ ხვდებოდათ სიიდან თავისი თავი ამოღებული. ირკვეოდა, რომ ისინი ნაცმოძრაობის კლასტერის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში, ხშირ შემთხვევაში მოშორებით, მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი საარჩევნო უბნიდან. ანუ, დავუშვათ, მამუკა მდინარაძე რომ მივიდოდა, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი ამომრჩეველი დავუშვათ, პირობითად ვამბობ ჩემს სახელ და გვარს, საბურთალოზე, თავის საარჩევნო უბანში, ხვდებოდა მოცემულობა, რომ ის დანიშნული იყო მაგალითად, სამტრედიაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლად სხვა ოლქის საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ, რომ ხმა მიეცათ. ბევრმა მათგანმა მოახერხა, ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში: დიდუბეში მცხოვრები ნონა ნემსაძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც მივიდა, იქ აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო „ევროპული საქართველოდან“ ნინოწმინდაში წარმომადგენლად 25-ე საარჩევნო უბანზე. ასევე, მაგალითად მაყვალა ხატიაშვილი, რომელსაც ხმა უნდა მიეცა, რეგისტრირებულია შესაბამისად დიდუბეში და ხმა უნდა მიეცა დიდუბის 30-ე საარჩევნო უბანზე, მივიდა და გაირკვა, რომ ის იყო დანიშნული 53-ე საარჩევნო უბანზე ს პარტიიდან. ნინო დვალი მივიდა სამგორში თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც ჩაწერილია და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმა ვერ მისცა მანაც იმის გამო, რომ აღმოჩნდა ამბროლაურში მეათე საარჩევნო უბანზე დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ასევე, მაგალითები მომყავს, 81-ეს არ წაგიკითხავთ, მაგრამ რამდენიმე მაგალითს წაგიკითხავთ. ბორჯომში მაცხოვრებელი ელენე ელიოსიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა მე-4 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა დანიშნული „ლელოდან“ საბურთალოს მე-3 საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა. ნუკრი დოლაბერიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა წყალტუბოში 24-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა ქუთაისში დანიშნული 59-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოდან“. ნუგზარ ირემაძე ადიგენში ხმა უნდა მიეცა მე-15 საარჩევნო უბანზე, იქ ცხოვრობს და აღმოჩნდა ხულოში დანიშნული ალეკო ელისაშვილის პარტიიდან 23-ე საარჩევნო უბანზე. და ასეთი გვაქვს 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მოჰპარეს ხმა და ამ კონკრეტულ ადამიანებს არ მისცეს საშუალება, რომ ხმა მიეცა იქ, სადაც არის ჩაწერილი და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ისინი ამოღებულები იყვნენ საარჩევნო სიიდან იმიტომ, რომ სპეც.სიაში იყვნენ შეყვანილები იქ, სადაც იყვნენ ასე მოტყუებით მათი პირადი მონაცემების მოპოვებით. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ბუნებრივია ამ სიას გადავუგზავნით საქართველოს პროკურატურას და დეტალურად ვთხოვთ მათ, რომ გამოიძიონ ეს საკითხები. ვინ, რა ნომრით, როგორ მოიპოვა მათი პირადი მონაცემები და როგორ დანიშნა სხვაგან მათი პარტიის წარმომადგენლად, „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს არის გამოძიების საქმე და საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც ხელი ეშლება მოქალაქეს თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. 162-ე მუხლია სხვათა შორის, სისხლის სამართლის კოდექსში.
სქემა N2: აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ. ანუ მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, იმ მოქალაქეებთან, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს, ისარგებლეს იმით, რომ იმის შესახებ, რომ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო შესაბამის ფურცელზე ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა.
მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობას“ და „ლელოს“ – ხელმოწერები არ იყო გადასატანი ყუთი როდესაც დაბრუნდა უბანზე, იმიტომ, რომ მათ იეჭვეს, რომ ძირითადად გადასატან ყუთში ვინც ათავსებდა თავის არჩევანს გაფერადებულს, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები. ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც ხელი შეუშალეს შეგნებულად იმით, რომ არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში გაბათილდებოდა მონაცემები. ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები, იმ შემთხვევაში თუ წილისყრის საფუძველზე ისინი მოხვდებოდნენ გადასატან ყუთთან.
ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში, როგორ ცდილობდნენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ ანუ. მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები ამაზე არ ვისაუბრებ ამის იქით რასაც მე ვამბობ. ისინი ხომ ყველაფერზე საუბრობენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ამის იქით მე არაფერს ვიტყვი, სანამ კონკრეტული ფაქტები არ გვექნება. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოჰპარეს კონკრეტულ ადამიანებს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს თავისი არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევაა. ზოგ შემთხვევაში მათ ვერ მოახერხეს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეძლო, რომ წასულიყო საარჩევნო უბანზე და მიეცა ხმა, აქ უკვე მცდელობაა ხმის მოპარვის. ზოგ შემთხვევებში, იმ შემთხვევებში, რომელიც მე დღეს წარმოგიდგინეთ ვერ შეძლო.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე. ჩვენ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა მე ვისაუბრე და ს ერთი ცნობილიო გამონათქვამისა არ იყოს, „სადაც არ უნდა გათხაროო“ თუ რაღაცას, რომ ამბობდა. მართლა მათ გამოთხარეს ისეთ რაღაცები რასაც არ ელოდნენ, ამ დაბრალებებით, ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს და აბრალებენ სხვას იმას, რის მცდელობებიც და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ, განხორციელებული, დამთავრებული დანაშაულიც სახეზე გვაქვს. ამიტომ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება თუ ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და შემდეგ საბოლოო ჯამში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ჩვენი წარმოდგენით. მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში საქმე გვქონდა, ერთი მხრივ, უკვე დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც ხმები მოჰპარეს, ხელი შეუშალეს ადამიანებს საარჩევნო ნების გამოვლენაში, მეორე შემთხვევაში, ასეთი მცდელობაც ,ასევე, დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც მცდელობა ჩაიდინეს ასეთი ხელშეშლის. დანარჩენ მტკიცებულებებს როდესაც მოვიძიებთ დამატებით წარმოგიდგენთ და არ ვილაპარაკებთ ჰაერზე არც ერთ საკითხთან დაკავშირებით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს