საქართველოს რკინიგზის ვაგონების 86% 30 წელზე ძველია – ანგარიში

საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი მოძველებულია – ამის შესახებ ირკვევა კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან, სადაც ვაგონებისა და ლოკომოტივების რაოდენობა და ასაკი არის მიმოხილული.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ვაგონების 86% არის 30 წელზე მეტი ხნის წინ წარმოებული. კერძოდ, 35 წელს აღემატება ვაგონების 64%; 30-35 წლის წინ არის წარმოებული ვაგონების 22%; 25-30 წლის წინ არის წარმოებული ვაგონების 1%; 20-25 წლის წინ არის წარმოებული ვაგონების 7%, ხოლო 20 წელზე უფრო ახალი მხოლოდ 6%-ია.
საქართველოს რკინიგზის ანგარიშის თანახმად, მათ საკუთრებაში სულ 4,392 სხვადასხვა ტიპის ვაგონიa, 107 ლოკომოტივი და 586 კონტეინერი. ამასთან, ლოკომოტივების 62% 35 წელზე მეტი ხნის წინ არის წარმოებული.
ანგარიში მთლიანად ვაგონების ინფრასტრუქტურას მოიცავს და მასში სამგზავრო ვაგონების ასაკი წლების მიხედვით განცალკევებული სახით არაა წარმოდგენილი.
საქართველოში სამგზავრო გადაყვანების მიმართულებით უახლესი მატარებელი, რომელიც მომხმარებლებს ემსახურება არის შვეიცარიული Stadler-ისგან შეძენილი ოთხი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც ამჟამად თბილისი-ს მიმართულებით მოძრაობს. “საქართველოს რკინიგზამ” თითოეულ ამ მატარებელში 2016 წელს 11 მილიონი დოლარი გადაიხადა, მთლიანად კონტრაქტის ღირებულება კი 45 მილიონი დოლარი იყო.
სხვა მიმართულებებზე კი გაცილებით უფრო ხანდაზმული მატარებლები მოძრაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლითაც საქართველოსთვის 237 მლნ ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ