იტალიური ოპერა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

იტალიური ოპერა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. ამის შესახებ გაეროს კულტურის სააგენტო UNESCO-მ განაცხადა. მათ იტალიური ოპერა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კატეგორიაში შეიყვანეს, რომელშიც უკვე წარმოდგენილია იტალიური პიცის დამზადება.
კულტურის მინისტრი, ჯენარო სანჯულიანო მიესალმა UNESCO-ს გადაწყვეტილებას, ოფიციალურად მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე.
”ეს რაღაც ისტორიულია… ”ბელ კანტოს” ოპერის დიდი აღიარება UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით”, – თქვა მან RAI საზოგადოებრივ რადიოში.