“კალაძე ბრწყინვალეა” – სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი

სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი, რომელიც “ოცნების” აქციას დაესწრო, “ოცნების” საარჩევნო მესიჯებით აღფრთოვანებულია – ალექსანდრ მალკევიჩი “პირველებთან” ინტერვიუში ამბობს, რომ განსაკუთრებით კახა კალაძის გამოსვლით მოიხიბლა.
“მალკევიჩი”: მე მომეწონა კალაძის გამოსვლა, ის ბრწყინვალეა და კარგად მოქმედებს ხალხზე. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ დიდებული ფეხბურთელი იყო. ჩემი აზრით, მათი ლოზუნგი დამაჯერებელი და კორექტულია – “ღირსებით ევროპისკენ”. “პირველები”: მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგია – “არა ომს”. ომს კი თქვენი ქვეყანა აწარმოებს. “მალკევიჩი”: ომს აწარმოებენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. “პირველები”: უკრაინა შემოიჭრა თქვენ ტერიტორიაზე? თქვენ თუ საქმის კურსში არ ხართ, დიახ.