„ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მისიის წარმომადგენლებს, პარტიათაშორისი ჯგუფის წევრებმა არჩევნების გაყალბების შესახებ ანგარიშის დეტალები გააცნეს, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევით მომზადდა და დეტალურად აღწერს იმ დარღვევებს, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.
შეხვედრაზე ეუთო-ს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს ის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგები, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება განუსაზღვრელი დროით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია