ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს “პროგრესს აჩვენებს”, გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით – ლიეტუვის ელჩი

“მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს “პროგრესს აჩვენებს”, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით” – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ზე წერს.
როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ქვეყანას ამ დროის განმავლობაში პროგრესი არ განუცდია.
მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრესი არ არის, ჩიხია, უწყვეტი ჩიხია, რეგრესი თუ არა,” – წერს ვიტკაუსკასი.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ