პარტიის გამწევი ძალა მიხეილ სააკაშვილია – გიორგი ბარამიძე

იქნება თუ არა ლევან ხაბეიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის – “ღამის კურიერის” ამ კითხვას, ენმ-ის პოლიტიკურმა მდივანმა უპასუხა.
გიორგი ბარამიძის თქმით, პარტიაში თანამდებობები მთავარი არ არის, ხოლო პარტიის გამწევი ძალა და ლიდერი კი ყოფილი პრეზიდენტი, ა.
“ყოველ ჯერზე, “ნაციონალური მოძრაობა” იღებს უფრო და უფრო მეტ ხმებს, 2024 წელსაც გავიმარჯვებთ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ქართველი ხალხის ნებით. მიხეილ სააკაშვილია ლიდერი, ეს არის მისი გუნდი, რაც ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს. ამ შემთხვევაში, მთავარი არ არის თანამდებობები პარტიაში, ეს არ არის მთავრობა, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს ვიღაცა, რომელიც ბრძანებულებებს ხელს აწერს და ქვეყნის ბედს წყვეტს. ჩვენ ყველანი ვართ ერთი. გამწევი ძალა არის მიხეილ სააკაშვილი და ის ახალი კოალიცია, რომელიც ჩვენ შევქმენით – გამარჯვების კოალიცია, რომლის კოორდინატორია გიორგი ვაშაძე და სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდებიან. ეს არის ძალიან ჰორიზონტალური სტრუქტურა, სხვადასხვა ყაიდის ადამიანების, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს პატრიოტები, რომელთაც უნდათ ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, უნდა საქართველოს ცივილიზებული მომავალი, ჩვენი ემიგრანტების დაბრუნება, ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და ნორმალური საქართველოს. ამას ჩვენ ყველანი ერთად, სხვა პროგრესულ და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს

გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე