მალე გააკეთეთ, მინდა რამეზე რეპორტაჟის მომზადება – უცხოელი ჟურნალისტი ნილ ჰაუერი ქუჩის აქციებთან დაკავშირებით გვარამიას მიმართავს

უცხოელი ჟურნალისტი ნილ ჰაუერი, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის, CNN, CBC, New York Magazine, Guardian-სთვის ამზადებს რეპორტაჟებს ს ინიციატივას ეხმიანება, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია“.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ხშირად იმყოფება საქართველოში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეპორტაჟებს ამზადებს. ამჯერად, ნილ ჰაუერი სოციალურ ქსელ X-ში ქუჩის აქციების დროულად დაწყებას ითხოვს, რათა შემდეგ ამაზე რეპორტაჟი მოამზადოს.
„გთხოვთ მალე გააკეთეთ, მინდა რამეზე რეპორტაჟის მომზადება“, – წერს ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად