ჩვენ აღშფოთებული შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ამ მოვლენებს და ვგმობთ „დასავლური ფასეულობების” ამ მახინჯ გამოვლინებას

„ხალხის“ ძალის წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივად გამოყენების, ასევე თაღლითობისა და კორუფციის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიისა” და მისი ლიდერის წინააღმდეგ მიმდინარეობს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ის გამოძიების მიმდინარეობას „აღშფოთებული შეშფოთებით“ ადევნებს თვალს და ელოდება, რომ ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივად გამოყენების მაქინაციების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ამ სფეროს სპეციალისტი, ისე დაიკითხება.
„ჩვენი ნაცსექტის იდეოლოგიური „ნათლიმამების” – „ევროპის სახალხო პარტიისა” (EPP) და მისი ლიდერის, მანფრედ ვებერის წინააღმდეგ 2019 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივად გამოყენების, ასევე თაღლითობისა და კორუფციის ფაქტებზე ევროკავშირის პროკურორების მიერ გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ მედია-პორტალი Politico იუწყება. გამოძიებას ევროკავშირის საზოგადოებრივი პროკურატურის ოფისი ატარებს, რომელიც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსების არამიზნობრივი გამოყენების საქმეების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი
ჩვენ აღშფოთებული შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ამ მოვლენებს და ვგმობთ „დასავლური ფასეულობების” ამ მახინჯ გამოვლინებას. ასევე ველოდებით განცხადებას, „ევროპის სახალხო პარტიის” ამ ქმედებებში რუსული სპეცოპერაციის კვალის თაობაზე. წინადადებით შემოვდივართ, ამ საგანში გამოცდილი სპეციალისტი სალომე ზურაბიშვილი მოწმის სახით დაიკითხოს. „გამორიცხულია” – არჩევნებზე ფულის გაკეთების იდეა ჩვენი ნაცსექტის იდეოლოგიურ მეკავშირეთა ტვინებში, „პუწინის” შთაგონების გარეშე დაბადებულიყო,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას