ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, სკების გაცემა დაიწყო

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, სკების გაცემა დაიწყო
ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, სკების გაცემა დაიწყო.
„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს აგროსერვის ცენტრის 70 % -ანი თანადაფინანსებით გადაეცემათ დადაბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკის კომპლექტი, ქვეპროგრამა ხორციელდება მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზებული სკების ჩანაცვლების მიზნით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით გაიცემა 500-მდე ცალი სკა. პროგრამა ხორციელდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტეტში და ჯამში მეფუტკრე ფერმერებზე გაიცემა 2000 ერთეული სკა.
სკების განაწილების პროცესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და პროგრამის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს