ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს არ ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები

ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს არ ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
ისევ და ისევ ის ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა, ბორელმა ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს, ასევე პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან.
მ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რასაც მეორე დღეს უპასუხა პროკურატურამ და რეალურად, გამოძიება დაიწყო. ამ პირობებში, ისევ და ისევ ის ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. მოგვიწოდა ამერიკის პრეზიდენტმა, ბორელმა გამოძიების დაწყებისკენ, პირდაპირ მოუწოდეს შემდეგ სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები.
ეს ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ არ აპირებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ არ არის NGO-ს წარმომადგენელი, მას აქვს სხვა პასუხისმგებლობა. როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი სახელმწიფოს სისტემას სდებს პრაქტიკულად უმძიმეს ბრალს, რა თქმა უნდა, მას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, როგორიც არის საქართველოს პროკურატურა.
როცა ამას არ აკეთებს, აქ უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სინამდვილეში არაფერი აქვს სათქმელი გამოძიებისთვის სალომე ზურაბიშვილს. ის არის იმედგაცრუებული, ემზადებოდა 6-წლიანი ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენისთვის, თუმცა გაუცრუვდა იმედები და ახლა ხავსს ეჭიდება. ეს არის სკამისთვის ბრძოლა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ოპოზიციონერების მხრიდან. მათ სხვა სკამების მოლოდინი ჰქონდათ და რეალურად, ეს იმედები გაუცრუვდათ. შესაბამისად, ხავსს ეჭიდებიან, თუმცა რესურსი რეალურად აქვთ ნულოვანი“, – აღნიშნა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ