არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – არ შეიძლება, ასე უხეშად ატყუებდე ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, რადგან ს მეორე დღეს გიწევს, თვალებში ჩახედო საკუთარ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამომრჩევლის მოტყუების გამო ოპოზიციას უწევს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის მართლება და ამის ერთადერთი საშუალება მათთვის არარსებულ გაყალბებაზე საუბარია.
ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო 20-25%, უფრო მაღალ შედეგებს წინასწარმეტყველებდა ჩვენთვის ოპოზიცია, ისინი ამბობდნენ 30-35%-ს. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორი იყო საერთო სურათი. როცა ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება და თავის მართლების ერთადერთი საშუალება მათთვის არის ის, რომ უნდა ისაუბრონ არარსებულ გაყალბებაზე. სინამდვილეში არავითარი არც ფაქტი, არც მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ გაყალბებაზეა საუბარი, არამედ ამ არჩევნებში რაიმა არსებითი ხარვეზი ყოფილიყო დადგენილი, არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ