ბლინკენი: უკრაინისთვის 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოვყოფთ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 დეკემბერს თქვა, რომ უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს.
ბლინკენის მიხედვით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემების აღჭურვილობას, დამატებით ამუნიციას HIMARS-ის სისტემებისთვის, მაღალი სიჩქარის რადიაციის საწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
“თუ კონგრესი არ დააკმაყოფილებს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების დამატებით დაფინანსების მოთხოვნას, ეს ერთ-ერთი ბოლო უსაფრთხოების დახმარების პაკეტი იქნება, რის მიწოდებასაც უკრაინისთვის შევძლებთ” – თქვა ენტონი ბლინკენმა.