ელჩი: მთავრობის კურსის გამო, EU-ის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ თქვა, რომ საქართველოსთვის EU-ის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის თავზე, “სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო”.
ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ელჩმა თბილისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.
“ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. განაცხადის შეტანის შემდეგ ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს. შარშან ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო, ჩემთვის ეს პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.
დღეს, 1 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს”, – თქვა მან.