სახ.დეპში ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნების გამოძიების საკითხზე EU-სთან კონსულტაციები აქვთ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული ს გამოძიების საკითხზე ევროკავშირში კოლეგებთან კონსულტაციებს გადის.
ეს განცხადება მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ს განცხადებაზე ჰკითხეს.
“პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რაც მან თქვა, სხვა არაფერს. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სხვა გამოძიებები შეიძლება იყოს შესაბამისი”, – თქვა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გააზიარებს ინფორმაციას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.