ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით სკანდინავიური ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქვეყნების საგარეო მინისტრები გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
მიჰკელსონი წერს, რომ სამწუხაროდ [ასეთი განცხადებები] არ არის საკმარისი.
“სამწუხაროდ, ეს არაა საკმარისი. სიფრთხილის გამოჩენის გამო, ჩვენ ვკარგავთ საქართველოს”, – წერს მიჰკელსონი X-ზე.
***
სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების მოწოდებას უერთდებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია ეჭვების გაფანტვა, რომელიც საარჩევნო პროცესის მთლიანობას შეექმნა.