· 165
·
·
ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ის, არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური. ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მაინც ისაა, როგორ მოახერხა ქართულმა ოცნებამ, 30-40%-იდან, 53%-მდე ასულიყო…
უკანასკნელი წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, არის კრემლი ან ნებისმიერი რუსი ოფიციალური პირი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხვირწინ რომ ჰქონდეთ, მაინც ვერ მიხვდებიან ეს რა არის. იმდენი წელია სამართლიანი არჩევნები არ ჩაუტარებიათ, რომ რუსეთში ამაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება აზრს მოკლებულია. თუმცა, ამავდროულად, ამ განცხადებებმა სერიოზული განგაშის ზარი უნდა შემოკრას ქართველებისა და დასავლეთისთვის, ეს ძალიან ცუდის ნიშანია
განაცხადა ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა, ანალიტიკოსმა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან საუბარში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.