IRI-ს პრეზიდენტი – იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება რა დევს სასწორზე – ასეთი ხარვეზიანი არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე – რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის“, – წერს IRI-ს პრეზიდენტი.
ამერიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იზიარებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა. მისი მტკიცებით, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)