ვოლოდიმირ ზელენსკი – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს შეერთებული შტატების არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე, მიუხედავად -ის ს შედეგისა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
„შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, შესაძლოა, გააძლიეროს, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება მისცემს რუსეთს ჩვენი ოკუპაციის შესაძლებლობას. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომის მოგების შესაძლებლობას და ეს მართალია. ტრამპის შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ საქმის კაცია და უბრალოდ, ომის სწრაფად დასრულება და რაიმე მოდელის პოვნა სურს. მაგრამ თუ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი მოისურვებს, უბრალოდ აიძულოს უკრაინა დათმოს ყველაფერი და ამით მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დღეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა არ აღიარებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც ს ტერიტორიას „არ აქვს მნიშვნელობა ვის რა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს შეერთებულ შტატებში და რამდენ ხანს დარჩება პუტინი რუსეთის ფედერაციის ლიდერად, ეს შეუძლებელია“.
„უკრაინას, ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას თავის კანონიერ სახელმწიფო ტერიტორიებზე და, შესაბამისად, იურიდიულად ეს უბრალოდ შეუძლებელია, რაც არ უნდა მოიფიქროს პუტინმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.