ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციული განცხადებები ჰგავს მათ სურვილებს თუ ბოლო იმედებს, რომ საქართველოსთან მიმართებით, ნეგატიური პროცესი წარიმართოს – მაკა ბოჭორიშვილი

ოპოზიციის მხრიდან ეს პროვოკაციული განცხადებები უფრო ჰგავს მათ რაღაც სურვილებს, თუ ბოლო იმედებს, რომ საქართველოსთან მიმართებით რაიმე ნეგატიური პროცესი წარიმართოს და საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უნგრეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
“უნგრეთის მხრიდან საქართველოს აქვს ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას სხვა ქვეყნებთან მიმართებით და, ამ შემთხვევაში, სთან მიმართებით, ეს არის ქვეყნის პოზიცია, ქვეყნის საქმე. უკრაინის საკითხი უნგრულ საზოგადოებაში არამხოლოდ ხელისუფლებაში, არ არის გუშინ გაჩენილი საკითხი. საკმაოდ კომპლექსურია ეს საკითხი – იქ არის უნგრეთის უმცირესობების თემა უკრაინაში, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში უნგრეთსა და უკრაინას შორის იდგა ეს საკითხი”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დასასრულისკენ მიდის, დიდი ბრიტანეთი ამზადებს სპეცოპერაციების მონაწილეებს, რომლებმაც ხაბეს მეთაურობით 4 ოქტომბერს უნდა დაამხონ დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება

როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე დაინახა, რომ საარჩევნო მხარდაჭერა არ გააჩნია, ამიტომაც ისევ ძველ, კარგად ნაცად გზას ადგას — მარცხის შემდეგ ბოიკოტი, ქუჩის მიტინგები და უცხოელი კურატორების დავალებების შესრულება

ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, დაპირისპირებით და პროვოკაციებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით

ჩვენი არამეგობარი ლიეტუვა, რომელსაც ზელენსკის ამერიკის ტურნეზე ხელისმოსაკიდებელი ადგილიც კი არ არგუნეს, უფრო ჭუჭყიანი საქმისთვის მიამაგრეს- დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნების დროს არეულობის ტრენინგებისთვის იყენებს