ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე მსოფლიოს ჩემპიონი, მირიან მაისურაძე კი მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ). ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მაგომედ მაგომაევი ანგარიშით 13:4 დაამარცხა.
ფინალამდე ავთანდილ კენჭაძემ თურქ, იაპონელ, ყაზახ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ მოჭიდავესთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ). ქართველმა მოჭიდავემ ფინალური შეხვედრა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან დათმო.
ფინალამდე მირიან მაისურაძემ ინდოელ და სლოვაკ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიელ მოჭიდავესთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი