მაია ომიაძე – ტურიზმის ინდუსტრიაში შემოსავლები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
როგორც მაია ომიაძემ განმარტა, წლევანდელი მონაცემები 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილია, ხოლო პანდემიამდელ პერიოდს, როდესაც შემოსავალი გაზრდილი იყო რეკორდულად, 34 %-ით აჭარბებს.
„2024 წლის პირველი სამი კვარტლის შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდულ ნიშნულზეა, საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანამ 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მონაცემები 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილია, ხოლო პანდემიამდელ პერიოდს, როდესაც შემოსავალი გაზრდილი იყო რეკორდულად, 34 %-ით აჭარბებს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, შემოსავლები საგრძნობლად გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.
„ჩვენ ვაგრძელებთ მარკეტინგულ კამპანიების სამიზნე ბაზრებზე. წელს ჩვენ გვქონდა კამპანიები როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში, ისრაელში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. მომავალ წელს კი აქტიურ კამპანიებს ვიწყებთ ახალ ტურისტულ ბაზრებზე: ინდოეთსა და ჩინეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში. როგორც იცით, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის იწყება პირდაპირი ფრენები და უფრო გაძლიერებული კამპანიები გვექნება“, – აღნიშნა მაია ომიაძემ, რომლის კომენტარსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით