ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა და პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ საუდის არაბეთში ჩავიდა. დედაქალაქ რიადში ვლადიმირ პუტინი ს პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.
როგორც ცნობილია, პუტინისა და საუდის არაბეთის პრინცის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები ჰამას-ს ომი, ნავთობის ფასები და უკრაინის კონფლიქტია.
Reuters-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინისა და საუდის არაბეთის პრინცის შეხვედრა მოჰყვა ნავთობის ფასების დიდ ვარდნას, მიუხედავად OPEC-ის დაპირებისა, რომ ნავთობის ფასები აღარ შემცირდებოდა. მსოფლიო ბაზარზე საუდის არაბეთთან ერთად ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.
შეხვედრამდე ვლადიმირ პუტინმა და საუდის არაბეთის პრინცმა პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან პუტინმა თქვა, რომ ის საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტს მოსკოვში ელოდებოდა, თუმცა გეგმები შეიცვალა და თავად ჩავიდა რიადში.

ასევე დაგაინტერესებთ