ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ და “დიდი შვიდეული” მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ და კონგრესმა “პუტინს შესანიშნავი საჩუქარი” არ უნდა აჩუქოს

აშშ და “დიდი შვიდეული” მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ”, – განაცხად ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, კონგრესს მოუწოდა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს. მისი თქმით, კონგრესმენებმა აღნიშნული საკითხი საშობაო დღესასწაულებამდე უნდა მოაგვარონ.
“ეს სასწრაფო საკითხია. კონგრესმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება უნდა დაამტკიცოს”, – განაცხადა ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ კონრესმა “პუტინს ყველაზე შესანიშნავი საჩუქარი, რომლის იმედიც კი შეიძლება ჰქონდეს”, არ უნდა აჩუქოს.