„გირჩი“: უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ამჯერად ფარულად

პარტია „გირჩი“ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
„საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად“, — წერს „გირჩი“ სოციალურ ქსელში.
„გირჩის” ლიდერ იაგო ხვიჩიას თქმით, „არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. არგუმენტი, რასაც საია ეყრდნობა, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევაა.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ პრეზიდენტი და ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან