უკრაინა მოუწოდებს საქართველოს, „არ წავიდეს ბელორუსული გზით“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „არ წავიდეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ბელორუსული გზით“.
დღეს, 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კიევი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ეუთო/ოდირის მისიის დასკვნებს „მრავალი დარღვევის შესახებ“.
„არაა გასაკვირი, რომ არჩევნების შედეგები დიდად შეაფასეს რუსეთში, ვინაიდან ნების გამოხატვის შედეგებზე გავლენის ასეთი მეთოდები დამახასიათებელია სწორედ რუსული რეჟიმისთვის. ამავე დროს, ისინი არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს გზას, რომელიც დეკლარირებულია ხელისუფლების მიერ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ წავიდეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ბელორუსული გზით. უკრაინა ნებისმიერ გარემოებებში მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გააგრძელოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული კურსი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც