“ქართული “ოცნება” არჩევნების საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა მოხდება ში, ხოლო „საერთაშორისო გამოძიება Edison Research-ის მიერ „ეგზიტპოლის გაყალბებას“ სჭირდება.
პაპუაშვილის თქმით, საჩივრები იქნება განხილული.
„ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის…საშინაო გამოძიებას რას ერჩიან? ასე არ ენდობოდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასამართლოს, ასე არ ენდობოდნენ გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე. [სტრასბურგის სასამართლოში] ხომ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები, ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მის მიმართ ბრალმდებლები იყვნენ მტყუანი? ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუკი რაიმე საჭირო არის და უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა ცესკო-ში“, — განაცხადა პაპუაშვილმა დარღვევების საერთაშორისო გამოძიებაზე -ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საპასუხოდ.
პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო გამოძიება სჭირდება და აშშ-ის იურისდიქციაშია Edison Research-ის მიერ ეგზიტპოლის გაყალბება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს, რომელია შესაბამისი ორგანო, რომელმაც საარჩევნო დარღვევების გამოძიება უნდა ჩაატაროს.
„ჩვენს განცხადებაში ვთქვით, რომ გვინდა [დარღვევების] გამოძიება. არ დაგვიზუსტებია, რომ ეს გამოძიება ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს. კონსულტაციები გვაქვს ევროპულ პარტნიორებთან, რომელი ორგანო შეიძლება იყოს შესაბამისი ასეთი გამოძიებისთვის“, – უთხრა მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს.