საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!

საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!
პარლამენტის წევრი, დეპუტატი საპარლამენტო ს შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად“- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახლადარჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან, მოსახლეობა კი ნდობას უცხადებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პარლამენტის წევრმა განმარტა, რომ ოპოზიცია არჩევნების ამ,გვარ შედეგს ელოდა, რის გამოც საარჩევნო კამპანია დაასრულა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობს. მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიციის შედეგიო ელექტრონული აპარატების გარდა, ეუთო/ოდირისა და ISFED-ის ანგარიშებშიც აისახა.
დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება და მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების დაცვას გააგრძელებს და ამასთან შეგუება მოუწევს ყველას.
„საქართველოს ხელახლად არჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან და ცდილობენ შეცვლას, შიგნიდან კი მას საზოგადოება არ ცვლის და ნდობას უცხადებს.
ის, რაც დღეს საქართველოს მიმართ ხდება, მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად.
ის ხმები, რაც ოპოზიციამ არჩევნებში მოაგროვა იკითხება ელექტრონულ აპარატებშიც და ეტყობა ქუჩასაც. ეტყობა ISFED-ის “გაყუსულობასაც” და ეუთო/ოდირის პრესკონფერენციასაც.
საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!“- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში

ოპოზიციის გეგმის არარსებობა ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ