რუსეთის სახელმწიფო გამოცემა TASS წერს, რომ ჩინეთი პატივს სცემს “ქართველი ხალხის არჩევანს” და მზადაა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის ყველა მხარეს ეთანამშრომლოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ცზიანმა
“ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას”, – განაცხადა ცზიანმა ბრიფინგზე.
· ქართული ოცნება – 53.92%
· კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
· ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
· ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
· გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა)
· ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
· მრავალჯერადი ხმის მიცემა, ე.წ. კარუსელი
· მარკირების პროცედურის დარღვევა
· ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
· დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ უბნიდან გაძევება
· 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემა
· ამომრჩევლის დაშინება/მოსყიდვა
· მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება
· უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა
ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.
26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები და ყველა მათგანი საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.
ევროპული საბჭოს კომისიამ მოუწოდა ცესკოს, გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები.
ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირმაც. მათი შეფასებით, არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები.
სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.
ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს შედეგებით კმაყოფილნი არიან რუსეთშიც. ოცნებას გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიულოცეს.